შმაგი რაჟდენის ძე პაკელიანი დაიბადა 1964 წლის 1 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ნაჰარში. სოფელ აჟარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. მუშაობდა სოხუმის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში.
აფხაზეთის კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, 1992 წლის 10 ოქტომბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში მესამე ასეულის პირველი ოცეულის პირველი ათეულის ყუმბარმტყორცნელად.
შმაგი პაკელიანი დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს სოფელ აჩადარაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ნაჰარში.