სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

პავლე ნიკოლოზის ძე ჯახუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ჯახუა პავლე ნიკოლოზის ძე დაიბადა 1961 წლის 22 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა კელასურის საშუალო სკოლა, შემდეგ მოსკოვის მანქანათმშენებლობის  ინსტიტუტი. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პავლე მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს  დამცველთა რიგებში. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის

თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-3 ასეულში. იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, ქვემო ეშერაში…

პავლე ჯახუა 1993 წლის 8 ივნისს მე-6 ბატალიონის მე-3 ასეულის საბრძოლო პოზიციაზე მოწინააღმდეგის გამოსროლილი ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. დედა_ მერი ჯახუა, დღემდე  ცოცხლობს იმედით, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და  შვილის საფლავს დაიბრუნებს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის პავლე ჯახუა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

 

error: Content is protected !!