გურამ ვიქტორის ძე ფანჩვიძე დაიბადა 1952 წლის 29 ნოემბერს სოხუმის რაიონში, სოფელ ბირცხაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 26 სექტემბრიდან 1993 წლის 16 მარტამდე, გურამ ფანჩვიძე ირიცხებოდასა ქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში რიგითად.
გურამ ფანჩვიძე მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში, რომელსაც აწარმოებდა ბატალიონი. პირნათლად ასრულებდა მეთაურთა დავალებებს, თანამებრძოლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
გურამ ფანჩვიძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს სოფელ აჩადარაში, მტრის ძლიერი შემოტევის დროს.
დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის გურამ ფანჩვიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.