სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გივი იროდის ძე ფილფანი

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

 

 

გივი იროდის ძე ფილფანი დაიბადა 1957 წლის 5 მარტს სოხუმის რაიონის სოფელ ლინდავაში. 1974 წელს დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა. 1976 წელს სამხედრო-სავალდებულო   სამსახურში გაიარა ქალაქ პენზაში.
გივი ფილფანმა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ  საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1992 წლის დეკემბრისა და 1993 წლის 4-5 იანვრის ბრძოლებში, სოფელ აჩადარაში. ორჯერ დაიჭრა ბრძოლის ველზე, მაგრამ დანებება არ უფიქრია.

1993 წლის 3 აგვისტოს, მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს, გივი ფილფანი მტრის  ტყვიამ იმსხვერპლა.

error: Content is protected !!