პლატონ კალისტრატეს ძე რურუა დაიბადა 1949 წლის 25 აპრილს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პლატონ რურუა აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ოცეულის ოცმეთაურად.
1993 წლის 9 მაისს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა სოხუმის მასიური დაბომბვის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის პლატონ რურუა სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.