აველ ქაჯაია დაიბადა 1938 წლის 23 დეკემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ აბედათის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. 1966 წელს დაამთავრა სოხუმის მე-7 რუსულ სკოლასთან არსებული კულინარიული სასწავლებელი. მუშაობდა მზარეულად სოხუმის მე-2 საშუალო სკოლაში.
აველ ქაჯაია 1992 წლის 26 დეკემბერს, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. აველ ქაჯაია, პოზიციების მორიგი დაბომბვისას, ჭურვის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაკრძალულია გულრიფშის რაიონში.