რაინდი (დემური) მამიას ძე ქებურია დაიბადა 1970 წლის 1 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ პირველ ვარჩეში.
1987 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა ზეინკალად სოფელ ვარჩეში. 1988 წლის მაისში გაიწვიეს სავალდებულო-სამხედროსამსახურში ქალაქ ტომსკში.
როგორც კი სამშობლოს გაუჭირდა, 1992 წელს, აქტიურად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში.
ახალგაზრდა ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 12 სექტემბრიდან რაინდი ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლ ასეულში. უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემოეშერაში) მტრის შემოტევების მოგერიებისას.
1993 წლის 5 მაისს ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას სოფელ ქვემო-ეშერასთან პოზიციური ბრძოლის დროს რაინდი ქებურია სასიკვდილოდ დაიჭრა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი ჭურვის ნამსხვრევით.