სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რამინ დავითის ძე ნაკანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

რამინ დავითის ძე  ნაკანი დაიბადა 1945 წლის 17 მარტს დაბა მესტიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის საზღვაო ნაწილში. 1987 წლიდან რამინ ნაკანი მეუღლესთან და  ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ მეორე ვარჩეში გადავიდა.

რამინ ნაკანი 1992 წლის 21 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში ზ/რიგითად.

1992 წლის 27 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშათან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რამინ ნაკანი სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რამინ ნაკანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

error: Content is protected !!