სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რატი გიორგის ძე ახვლედიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

რატი  გიორგის  ძე  ახვლედიანი  დაიბადა  1972  წლის  5  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  არადუში. 1989  წელს  დაამთავრა  არადუს  საშუალო  სკოლა,შემდეგ  კი, აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმი.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, რატი  ახვლედიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის   პირად  შემადგენლობაში.

რატი  ახვლედიანი  აქტიურად  იბრძოდა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობის დასაცავად  მშობლიურ არადუში. იგი  ბრძოლის  ველზე  დაღუპულ  მამასთან – გიორგი ახვლედიანთან  ერთად  უკანასკნელ  წვეთამდე  ებრძოდა  მოწინააღმდეგეს. 21  წლის  ახალგაზრდამ  დიდი  ბრძოლისუნარიანობა  გამოიჩინა  მერკულას,მოქვის, ოტაფის,ჭლოუს მხრიდან განხორციელებულ შემოტევებში.

რატი ახვლედიანი დაიღუპა  1993  წლის 29 სექტემბერს,სოფელ არადუზე მოწინააღმდეგის თავდასხმის  დროს. მძაფრი და კრიტიკული ვითარების  გამო მისი ცხედრის  გამოტანა  ვერ მოხერხდა.

error: Content is protected !!