რაჟიკო ტატაშის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 30 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. 1965 წელს დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. 1966-68 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1969-74 წწ. სწავლობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. 1975 წლიდან მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოში, იურიდიული განყოფილების იურისტად.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 12 დეკემბრიდან რაჟიკო ჩიკოვანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში რიგითად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
რაჟიკო ჩიქოვანი 1993 წლის 7 იანვარს სოფელ ათარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ კინდღში.