რევაზ ვლადიმერის ძე კოპალიანი დაიბადა 1966 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერას საშუალო სკოლა, შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე რევაზ კოპალიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
1993 წლის 5 იანვრის სამხედრო ოპერაციის დროს რევაზ კოპალიანი გმირულად დაიღუპა..