რობინზონ ზაურის ძე ოთხოზორია დაიბადა 1969 წლის 27 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა.
რიგითი რობინზონ ოთხოზორია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუ-მერკულას საბრძოლო მონაკვეთის თავდაცვით ოპერაციებში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა მოქვის, ჭლოუს თხინას მხრიდან მტრის მიერ განხორციელებულ შემოტევებში.
1993 წლის 27 თებერვალს,სოფელ არადუში მომხდარი შეტაკების დროს, რობინზონ ოთხოზორია კისრის არეში სასიკვდილოდ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი საბრძოლო პოზიციიდან თანამებრძოლებმა გადმოასვენეს.