სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

როინ გიორგის ძე გირგვლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

როინ გიორგის ძე გირგვლიანი დაიბადა 1960 წლის 6 მაისს მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. ლატალის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ორივე ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის 12 სექტემბრიდან  როინ გირგვლიანი ირიცხებოდა საქართველოს პრესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ  ქვემო ეშერასთან.

1993 წლის  16 მარტს მტრის მოგერიების დროს როინი ალყაში მოხვედრილი თანამებრძოლების დასახმარებლად მიემართებოდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის როინ გირგვლიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!