სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

როლანდ ტარიელის ძე სიდიანი დაიბადა 1959 წლის  29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. დაამთავრა სოფელ განახლების საშუალო სკოლა. მუშაობდა ბაღმარანის სამხედრო ბაზაზე.

როლანდ სიდიანი 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის ნაღმტყორცნელი ბატარეის პირად შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში, ოჩამჩირის რაიონის სოფლებში _ ატარა არმიანსკაიაში, ატარა აფხაზკაიაში, ლაბრასა და არაკიჩში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.

როლანდ სიდიანი დაიღუპა  სოფელ განახლების მშვიდობიანი მოსახლეობის წებელდის მიმართულებით გადაყვანისას, ერთ-ერთი შეტაკების დროს..

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  როლანდ სიდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  II ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!