როლანდ ჟორას ძე თუთარაშვილი დაიბადა 1968 წლის 10 ივლისს ზესტაფონის რაიონში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, როლანდ თუთარაშვილი 1992 წლის 1 იანვრიდან 1993 წლის 19 სექტემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მე-2 ოცეულის , მე-2 ათეულში. მონაწილეობდა არაერთ სარისკო და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ახალგაზრდა მეომარი თანამებრძოლებს შორის დამსახურებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტებმა მუხანათურად დაარღვიეს „სამშვიდობო ხელშეკრულება“ და შეუტიეს ქალაქ სოხუმის სრულიად მოშლილ საბრძოლო პოზიციებს, საჭირო გახდა ქალაქში შემოსასვლელი ადგილების გამაგრება. სოფელ იაშტუხის მიდამოებში დივიზიონის მეთაურმა საბრძოლო რაზმი გაგზავნა, რომლის შემადგენლობაში იყო როლანდ თუთარაშვილი. იგი 21 სექტემბრის გააფთრებული პოზიციური ბრძოლების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. სამწუხაროდ,მისი ცხედრის ბრძოლის ველიდან გადმოსვენება ვერ მოხერხდა.
როლანდ თუთარაშვილმა დაგვიტოვა ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო სამშობლოსთვის, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.