რიგითი რომან გივის ძე ინჯგია დაიბადა 1965 წლის 17 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი რომან გივის ძე ინჯგია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. 1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშთან შეტაკებისას, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
რომან ინჯგია დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.