სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რომან კარლოს ძე მიქაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

რომან  კარლოს ძე მიქაძე დაიბადა 1952  წლის 29 ოქტომბერს  გულრიფშის რაიონის  სოფელ დრანდში. დაამთავრა  მშობლიური  სოფლის  საშუალო სკოლა . სამხედრო-სავალდებულო  სამსახურიდან  უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა.

უფროსი ლეიტენანტი მიქაძე  1992  წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის  ცალკეულ  სატანკო  ბატალიონში. ის აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ  ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში.

ლაბრის მიდამოებში  ბრძოლისას  გამოჩენილი  გმირობისთვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის  უფროსი ლეიტენანტი  რომან  მიქაძე  დაჯილდოვდა  მედლით „მხედრული  მამაცობისთვის“.

1993 წლის 9 ივლისს სამხედრო ოპერაციაში  – შრომა-კომანის  გადასასვლელთან  მტრის ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს  რომან მიქაძე გმირულად დაიღუპა.

error: Content is protected !!