სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რომან მელიტონის ძე ბენიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

რომან  ბენიძე დაიბადა 1955 წლის 31  იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. 1973 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1974-75 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში ქ. სვერდლოვსკში. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში _ ეშბას ქუჩაზე.

1978 წელს დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი, მშენებლის სპეციალობით. 1982 წელს დაოჯახდა. 1985 წელს დაიწყო მუშაობა პროფკავშირების თავმჯდომარედ მშობლიურ რაიონში.

1985 წლამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმის 45-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად.

1992 წელს დაამთავრა ქალაქ მოსკოვის შრომის აკადემია, ეკონომისტის სპეციალობით.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე  რომან  ბენიძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში, შტაბის უფროსის მოადგილედ. 1993 წლის 17 აპრილს მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. ასმეთაურის მოადგლე ლეიტენანტი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში  შრომა, ახალშენი, ტამიშის მიმართულებით.

1993 წლის 22 სექტემბერს რომან ბენიძე დაიღუპა ავიაკატასტროფაში. ის იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ომის მიწურულს აფხაზმა სეპარატისტებმა ააფეთქეს ბაბუშარას აეროპორტის თავზე… ოთხი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი გადმოსვენება. ის დიდი პატივით დაკრძალეს ხონის რაიონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რომან ბენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!