სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რომან მურუჟანის ძე გერგაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 246-ე ბატალიონი

რომან მურუჟანის ძე გერგაია დაიბადა 1964 წელს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. 1981 წელს დაამთავრა წარჩეს საშუალო სკოლა. 1982-1984 წლებში მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური.

როცა სამშობლოს განსაცდელის ჟამი დაუდგა, რომანი დადგა იქ, სადაც საქართველოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა. 1992 წლის ოქტომბრიდან მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სახიფათო საბრძოლო ოპერაციაში. რომან გერგაია დაიღუპა 1993 წლის 15 ივლისს, სოფელ ბედიის მისადგომებთან. დაკრძალულია სოფელ წარჩეში

error: Content is protected !!