რომეო სილაგაძე დაიბადა 1975 წლის 31 იანვარს ოჩამჩირეში. 1990 წელს დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა.
ემზადებოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რომეო სილაგაძე 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში ოპერატორად.
რომეო სილაგაძე 1993 წლის 16 მაისს ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ცაგერაში.