ვილგემ სამუშია დაიბადა 1940 წლის 3 მაისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. მშობლიური სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში აგრონომიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. იყო დაოჯახებული. მუშაობდა ქალაქ სოხუმის გალანტერიის ქარხანაში, საამქროს უფროსად.
როცა მშობლიურ აფხაზეთს გაუჭირდა, ვილგემი შვილთან ერთად, პირველივე დღიდან დადგა მამულის სადარაჯოზე. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის რიგებში. შვილი _ მაიორი ხვიჩა სამუშიამე-2 საარმიო კორპუსის კავშირგაბმულობის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
ვილგემ სამუშია 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა ორ მეზობელთან ერთად სასტიკი წამების შემდეგ დახვრიტეს.