სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

საულ (ზაურ) ადეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

საულ ადეიშვილი დაიბადა 1955 წლის 12 აპრილს, სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენში. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა სოხუმის მარმარილოს წიაღისეულის გადამამუშავებელ საამქროში – მძღოლად. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი.

1992 წლის 14 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა ახალშენის ახალგაზრდა მებრძოლებს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს   მე-2 საარმიო კორპუსის 23-ებრიგადის მე-8 ბატალიონის ზ/რიგითად. ამავე წლის 2 ნოემბერს, დილის 9 საათზე შტაბის უფროსს მოახსენა, რომ შუბარა-ახალშენის მიმართულებით სოხუმის მისადგომებისკენ იჭრებოდა შემოვლითი გზა (რასაც მხოლოდ იქ გაზრდილი ადამიანი თუ შეამჩნევდა) შტაბში ამ მოხსენებას დეზინფორმაცია უწოდეს და პოზიციებზე დაბრუნება უბრძანეს. ამ შემთხვევიდან, რამდენიმე საათის შემდეგ,   სწორედ ამ შემოვლითი გზით შემოსულ მტერთან  (ეს იყო ჩეჩენთა ოთხასკაციანი ბატალიონი) ბრძოლისას გმირულად დაეცა  მშობლიური სოფლისა და მიწა-წყლის დასაცავად თავდადებული ვაჟკაცი.

საულ ადეიშვილს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

error: Content is protected !!