სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

სერგო ვახტანგის ძე მილდიანი დაიბადა 1972 წლის 23 ივლისს გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ აჟარის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სწავლასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას, გატაცებული იყო თავისუფალი ჭიდაობით და ჰქონდა წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებში.

1992 წელს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, სერგო საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩაება, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულში, მესამე ოცეულის სნაიპერად. მონაწილეობდა მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო აქტიური მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებულ დავალებებს.

1993 წლის 30 იანვარს მტრის ჯგუფმა შემოუტია 23-ე  მექანიზებული ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეორე ასეულს, პარალელურად განხორციელდა სარტილერიო დაბომბვები. ერთ-ერთი დაბომბვისას სერგო მილდიანი თავის არეში მძიმედ დაიჭრა, თანამებრძოლებმა საბრძოლო პოზიციებიდან გადაიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სერგო მილდიანი დაკრძალულია გულრიფშის რაიონის  სოფელ აჟარაში.

 

error: Content is protected !!