სერგო ვასილის ძე ირემაძე დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა სოფელ ცაგერას საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , სერგო ირემაძე 1993 წლის 1 თებერვლიდან შუერთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებს.
პოლიციის რიგითი სერგო ირემაძე ირიცხებოდა სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკში, მე-4 ათეულში.
სერგო ირემაძე იყო დისციპლინირებული, ენერგიული თანამშრომელი, რომელიც მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. აქტიურად მონაწილეობდა პოლკის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის ალყაში ტყვედჩავარდნილი მოსახლეობის განთავისუფლებისას, სოფელ ცაგერაში შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.
სერგო ირემაძეს დარჩა მეუღლე და შვილები.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სერგო ვასილის ძე ირემაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.