სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

შავლეგ მიხეილის ძე კიკალია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

შავლეგ  მიხეილის  ძე  კიკალია  დაიბადა  1971  წლის  22 აგვისტოს გალის რაიონის  სოფელ ქვემო ბარღებში.

1977-1988 წლებში  სწავლობდა  ქვემო ბარღების  საშუალო სკოლაში. 1988-1989 წლებში  კი – მახარაძის  სასოფლო  სამეურნეო  ტექნიკუმში. 1990  წლიდან  მუშაობდა  ქვემო  ბარღების  ჩაის  საბჭოთა  მეურნეობაში – მძღოლად.

აფხაზეთის  კონფლიქტის  დაწყებისთანავე , შავლეგი  მშობლიური კუთხის დამცველთა  რიგებში  ჩადგა. 1992  წლის  11 დეკემბრიდან  1993  წლის  4 მარტამდე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში  რიგით  მეტყვიამფრქვევედ.

მიხეილ  კიკალია  1993  წლის  4  მარტს  საბრძოლო  მოქმედებების  დროს  გმირულად დაიღუპა  წარჩე- ბედიის  საზღვართან.

error: Content is protected !!