შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე დაიბადა1964 წლის 20 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში. 1971-1981 წლებში სწავლობდა ბაბუშერის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელის დაამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის აეროპორტში.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს შოთა მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ცეცაძე ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში, მსროლელის თანამდებობაზე. იგი ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს თანამებრძოლებთან ერთად ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სოფელ ქვემო-ეშერასთან.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ მან გააგრძელა სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისის თვეში შოთა ცეცაძე გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში _ ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.