შოთა არსენის ძე კოპალიანი დაიბადა 1937 წელს ცაგერის რაიონის სოფელ ლუხვანოში. დაამთავრა სოხუმის რაიონის სოფელ კელასურის საშუალო სკოლა. ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში.
1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 243-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს მიმდებარედ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
შოთა კოპალიანი 1993 წლის 29 სექტემბერს მშობლიური სოფლის, არადუსათვის გამართულ ბრძოლას შეეწირა.