რევაზ სიმონიშვილი დაიბადა 1952 წლის 19 თებერვალს ქალაქ სოხუმში.
დაამთავრა სოხუმის მე-6 საშუალო სკოლა. შემდეგ კი, ნოვოჩერკასკის გეოლოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა გულრიფშში, ავტო-ქარხანა ტოლიატის ფილიალში, „ვაზ“ „სოლნიჩნი ბერეგში“ საწყობის გამგედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რევაზ სიმონიშვილი 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 სარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში ოცმეთაურის მოადგილედ.
რევაზ სიმონიშვილი, 1993 წლის 16 მარტის შემოტევის დროს გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რევაზ სიმონიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „სამხედრო დამსახურებისათვის“.