სლავიკ გოგოხია დაიბადა 1959 წელს ქ. გაგრაში. საშუალო სკოლის და სამხედრო სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ გულმა შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ გაუწია და მისი არჩევანი არავის გაჰკვირვებია, სლავა საოცრად მოწესრიგებული და სამართლიანობით იყო დაჯილდოებული.
გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მუშაობა სლავამ 1982 წლიდან დაიწყო. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა განყოფილების მიერ განხორციელებულ ყველა ოპერატიულ ღონისძიებაში, ახალგაზრდა პოლიციელს მომავალი ნათელ ფერებში ეხატებოდა. ჰყავდა ლამაზი ოჯახი, ზრუნავდა თავის ორ შვილზე, ფიქრობდა მათ მომავალზე… მაგრამ აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრაზე აფხაზი ექსტრემისტების და გადამთიელების მძაფრი შემოტევის დროს, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც გაგრის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ბრძანებით გაგზავნილი იქნა სანატორიუმ ”გრუზიას” მიმდინარე ტერიტორიის დასაცავად. საბრძოლო შეტაკების დროს გმირულად დაეცა ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდა პოლიციელი.
სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სლავა ალექსანდრეს ძე გოგოხია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
გოგოხია სლავიკი ალექსანდრეს ძე აფხაზეთის ომის დაწყებამდე მუშაობდა ქ. გაგრის შს განყოფილებაში მილიციონერად. კონფლიქტის დაწყების პირველი დღეებიდან ის აქტიურად მონაწილეობდა ქ. გაგრის დაცვით საბრძოლო ოპერაციებში. პოლიციის ზემდეგი სლავიკი ალექსანდრეს ძე გოგოხია 1992 წლის 2 ოქტომბერს გმირულად დაიღუპა აფხაზ სეპარატისტებთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის 1997 წელს ის დაჯილდოებულ იქნა (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.