სოკრატ უჩას ძე ნემსიწვერიძე დაიბადა 1946 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ყაზახეთში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, სოკრატ ნემსიწვერიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსმე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ათარა-არმიანსკაიასა და ათარა-აფხაზსკაიას მიმართულებით გამართულ ბრძოლებში. განსაკუთრებული გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინა ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს. სოკრატი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
სოკრატ ნემსიწვერიძე 1993 წლის 9 მარტს, სოფელ ათარა-აფხაზსკაიასთან გამართული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალდაბაში.
სამშობლოსათვის დაღუპული გმირები არ კვდებიან! მათ სახელს მუდამ მადლიერებით მოიხსენიებს შთამომავლობა.