სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

სოსლან ჟულის ძე გასვიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

სოსლან ჟულის ძე გასვიანი დაიბადა 1971 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშარაში. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ბრიგადის მეორე ბატალიონში მსროლელად.

1993 წლის 15-16 მარტს ქართულმა ჯარმა არნახული გმირობა გამოავლინა და შეძლო დაცემას გადაერჩინა აფხაზეთის დედაქალაქი, ძირითადი პოზიციები განლაგებული იყო მდინარე გუმისთაზე. სწორედ ამ მოვლენების დროს  დაიღუპა 22 წლის სოსლან გასვიანი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოსლან გასვიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

error: Content is protected !!