სოსო კაპიტონის ძე კოპალიანი დაიბადა 1953 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა სოფელ მერკულაში- ავტომანქანების ხელოსნად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქალაქ ოჩამჩირის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 234-ე ბატალიონში რიგით მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა სოფელ არადუს მიმდებარედ გამართულ საბრძოლო ოპერაციებში.
სოსო კოპალიანი დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოფელ არადუს დაცვისას. დაკრძალულია არადუს სასფლაოზე.
სოსო კოპალიანს დარჩა მეუღლე და სამი ქალიშვილი.