სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა დაიბადა 1954 წლის 25 აგვისტოს გულრიფშის რაიონში,აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მუშაობა დრანდის ჩაის ფაბრიკაში  დაიწყო. შემდეგ სახანძრო განყოფილებაში – მეხანძრედ. სევასტოპოლში მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო სამსახური. შრომისმოყვარე,პატიოსანი სოსო ირგვლივ  ყველას სიყვარულს იმსახურებდა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს  ზემდეგი სოსო  ყალიჩავა  ირიცხებოდა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის მე-3  ასეულის პირველ ოცეულში მსროლელად.

სოსო ყალიჩავა დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს,სოფელ  შრომის აღების დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  სოსო ყალიჩავა, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!