სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

სპარტაკ რეზოს ძე კაკოჩაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

სპარტაკ  რეზოს ძე კაკოჩაშვილი დაიბადა 1970 წლის 9 სექტემბერს. გულრიფშის რაიონის სოფელ  ვლადიმიროვკაში. დაამთავრა  ვლადიმიროვკის საშუალო სკოლის რვა  კლასი და სწავლა გააგრძელა პროფტექნიკურ სასწავლებელში, სადაც  ზეინკლის პროფესიას დაეუფლა. 1988-1990 წლებში რუსეთის ფედერაციაში  მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს სპარტაკ კაკოჩაშვილი  უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის  23-ე  ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის  პირველ ასეულში, 1992 წლის 12 დეკემბრიდან კი იყო რიგითი მებრძოლი. 1993 წლის 15 თებერვალი საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე,  მდინარე გუმისთის  მიდამოებში,  სოფელ ქვემო ეშერასთან მიმდინარე ბრძოლების  დროს სპარტაკ  კაკოჩაშვილი  სასიკვდილოდ  დაიჭრა სნაიპერის მიერ გამოსროლილი ტყვიით.

 

error: Content is protected !!