სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ხვიჩა გივის ძე სულაკაძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

ხვიჩა გივის ძე  სულაკაძე დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა   სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა საქართველოს კვების მრეწველობის ტექნიკუმი პურ-პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით.

აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ ბატალიონში. იყო კეთილსინდისიერი, უღალატო პიროვნება, ბრძოლაში უშიშარი, რთული და სარისკო დავალებების პირნათლად შემსრულებელი.

ხვიჩა სულაკაძე,1992 წლის პირველ ოქტომბერს, სოფელ აჩადარაში  მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის  დროს გმირულად დაიღუპა.

 

საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ხვიჩა გივის ძე სულაკაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!