სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე

კატეგორია: 1-ლი ბატალიონი, 23-ე ბრიგადა

კოხტა (ჯამბულ) მიხეილის ძე სვანიძე დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს გულრიფშის რაიონის სოფელ ოქტომბერში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 7 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის  მე-3 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში.

კოხტა სვანიძემ საბრძოლო მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მეომარმა. იყო დისიპლინირებული ჯარისკაცი. მეთაურის დავალებებს დროულად და პირნათლად ასრულებდა. თანამებრძოლებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა  1993 წლის 5 იანვარს,  რისთვისაც მთავარსარდლის მადლობა დაიმსახურა.

1993 წლის 16-17 მარტს მოწინააღმდეგის მასშტაბური შემოტევის დროს კოხტა სვანიძე სასიკვდილოდ  დაიჭრა, თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

1993 წლის  29 მარტს კოხტა (ჯამბული) მიხეილის ძე სვანიძე გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.

 

error: Content is protected !!