სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ტარიელ ევგენის ძე ჯიქია დაიბადა 1955 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში. ოხურეის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებისთანავე, ტარიელ ჯიქია ოჩამჩირის სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა,

ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე

ბატალიონში რიგითად. ბატალიონთან ერთად იბრძოდა ოხურეის, ფოქვეშის, ტყვარჩელის მიმართულებით… ტარიელ ჯიქია 1993 წლის 26 აგვისტოს სოფელ ფოქვეშთა მიმდინარე შეტაკებისას გარდაიცვალა. დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში.

error: Content is protected !!