თამაზ გიორგის ძე კვატანია დაიბადა 1995 წლის 25 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლა მშობლიურ სოფელში დაამთავრა , შემდეგ ქალაქ სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში სწავლობდა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, შექმნა ლამაზი ოჯახი,მუშაობდა ჩაის ფაბრიკაში.
თამაზ კვატანია აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს, 1992 წლის დეკემბრიდან , მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის შემადგენლობაში – რიგით მებრძოლად.
თამაზ კვატანია დაიღუპა 1993 წლის 2 იანვარს, სოფელ კოჩარაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს , კიდევ ერთი სამშობლოზე შეყვარებული ვაჟკაცი დააკლდა ქვეყანას.
თამაზ კვატანია დაკრძლულია ქალაქ ოჩამჩირეში.