თამაზ იურის ძე ჩაკვეტაძე დაიბადა 1967 წლის 18 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ძიგუტაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თამაზ ჩაკვეტაძე 1992 წლის 25 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში რიგით მსროლელად.
1992 წლის 5 ოქტომბერს მდინარე გუმისთის პირას საბრძოლო დავალების შესრულების დროს თამაზ ჩაკვეტაძე გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია სოხუმის რაიონში, სოფელ ახალსოფელში.