სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თამაზ ომარის ძე გოგუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

თამაზ ომარის ძე გოგუა დაიბადა 1960 წლის 7 იანვარს. გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. 1976 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.  დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. თამაზ გოგუა 1993 წლის 15 მარტიდან ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად. თამაზი პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და უწევდა მედგარ წინააღმდეგობას მომხვდურ მტერს. 1993 წლის 16 სექტემბერის შემოტევისას თამაზი თანამებრძოლებთან ერთად  აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა მომხდურ მტერს მდინარე გუმისთასთან (სოფ. ქვემო ეშერა).

1993 წლის 17 სექტემბერს ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციების მიმდებარედ, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, თამაზ გოგუა უგზო-უკლოდ დაიკარგა.

 

error: Content is protected !!