სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

თამაზ შალვას ძე ბზიკაძე დაიბადა 1960 წლის 9 ივლისს ქალაქ სოხუმში. 1977 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1977-1979 წწ. მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის საბაღე მეურნეობაში. 1979-1981 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981-1989 წწ. მუშაობდა საზღვაო-ფლოტის სატვირთო გემებზე მეზღვაურად. 1990-1992 წლებში დაკავებულ იყო კერძო ბიზნესით. 1992 წლის ნოემბერში თამაზს შეეძინა ქალიშვილი _   დიანა (რომელიც აფხაზეთში დარჩა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა).

აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს თამაზ ბზიკაძე მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.  ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის რადიო-ტექნიკოსად, სადაც იმსახურა აფხაზეთში ომის დასრულებამდე.

1994-1997 წლებში თამაზი  მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 1998 წლიდან მსახურობდა შსს აფხაზეთის შს სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელად.

თამაზ ბზიკაძე დაიღუპა 1998 წლის 24 მაისს სოფელ ნაბაკევში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  თამაზ ბზიკაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!