სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თამაზ ვიბლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს

 

თამაზ ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 25 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფ. კიჩხულდაში.

საშალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ დაიწყო მუშაობა მესტიის შსს საქალაქო განყოფილებაში. იგი კეთილსინდისიერად  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  რის გამოც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა პოლიციის თანამშრომლებთან. 1989 წელს თავისი ბედი დაუკავშირა თავის გულისწორს ლელა ქოჩქიანს, იმავე წელს გადადის სამუშაოდ გაგრის  შს საქალაქო განყოფიკლებაში. პარალელურად სწავლობდა კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებლად. ახალგაზრდა მამა ქალიშვილების მომავალაზე ოცნებობდა, მაგრამ ამ უთანასწორო ომის გამო არ დასცალდა.

აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე უყოყმანოდ ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს მძიმედ დაიჭრა, განკურნების შემდეგ  ქ. სოხუმში დაბრუნდა თავისი ბატალიონის შემადგენლობაში.

1993 წლის 5 ივლისს სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო სასიკვდილი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. . .

მეგობრები სიყვარულით იგონებენ თამაზს, ის იყო ვაჟკაცობით დაჯილდოვებული ადამიანი, მარტო მისი ფიზიკური მონაცემები რად ღირდა, ძლიერი, სპორტული აღნაგობის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი იუმორის გრძნობას არ კარგავდა. მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა, რომ ეს მისი მეგობრებისა და თანატოლების ვალი იყო.

თამაზ ვიბლიანი დაკრძალულია სოფელ კიჩხულდაში, მამისეულ საგვარეულო სასაფლაიოზე.

სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და სიმამაცისათვის სიკვდილის შემდეგ  დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის 1-ლი ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!