თამაზ ზალიკოს ძე კეზუა დაიბადა 1960 წლის 20 მაისს გალის რაიონის სოფელ წარჩეში. 1978-1980 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სწავლული აგრონომის დიპლომით.
მუშაობდა სოფელ წარჩეს საბჭოთა მეურნეობაში აგრონომად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 246-ე ბატალიონში. იყო დისციპლინირებული და უშიშარი მეომარი.
1993 წლის 1 იანვარს თამაზ კეზუა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა სოფელ ბედიის მისადგომებთან. დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ წარჩეში.