თეიმურაზ რუბენის ძე გიორგობიანი დაიბადა 1956 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. მოიხადა სავალდებულო-სამხედრო სამსახური. დაამთავრა ხარკოვის ტექნიკური სასწავლებელი.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თეიმურაზ გიორგობიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს. თანამებრძოლებს შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
1992 წლის 23 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში, მტრის მასშტაბური შემოტევის დროს სამხედრო დავალების შესრულებისას, თეიმურაზ გიორგობიანი ნაღმზე აფეთქდა, სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ახალ კინდღში.