სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თეიმურაზ ვალიკოს ძე ოსაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

თემურ  ოსაძე  1992  წლის  აგვისტოდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  მე-4  ბატალიონის   შემადგენლობაში  ოცეულის  მეთაურად.  შემდეგ  გადავიდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  240-ე  ბატალიონში. მონაწილეობდა  ტამიშისა  და  მერკულას  საბრძოლო   ოპერაციებში. გამოირჩოდა  წესიერებით,პატიოსნებით და  გმირული   სულისკვეთებით.

1992  წლის  16  ნოემბერს  მოწინააღმდეგემ  ოხურეის  მიმართულებით  იმდენად  ძლიერი  და  მასშტაბური   შეტევა   განახორციელა, რომ  ადგილობრივმა  მეომრებმა  დახმარება  მოითხოვეს.  სამხედრო  ნაწილებიდან  მათ  დასახმარებლად, თემურ  ოსაძის  მეთაურობით   ორი  ათეული  საბრძოლო  ტექნიკა  და  ცოცხალი   ძალა  გავიდა.ქვეითთა  საბრძოლო  მანქანა, რომელშიც  თემური  იმყოფებოდა , ტანკსაწინააღმდეგო  ნაღმზე  აფეთქდა.  დაიღუპა  მექანიკოსი  და  მძიმედ   დაიჭრა  თემურ ოსაძე, რომელიც  ორ დღეში  გარდაიცვალა.

error: Content is protected !!