სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თემურ (თეიმურაზ) გოგრიჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

თემურ  (თეიმურაზ)  გოგრიჭიანი დაიბადა 1973 წლის 10 იანვარს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

თემურ გოგრიჭიანი 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მოტომსროლელი ბატალიონის პირად შემადგენლობაში მსროლელად.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დასაცავად მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, აფხაზეთში, კერძოდ მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 17 მარტს მდინარე  გუმისთაზე აფხაზ სეპარატისტთა და რუს ბოევიკთა მიერ განხორციელებული შეტევის დროს გმირულად დაიღუპა.

მისი გარდაცვალების შემდეგ გოგრიჭიანების  ოჯახში დაიბადა შვილიშვილი, რომელსაც გმირი ბიძის სახელის უკვდავსაყოფად თეიმურაზი დაარქვეს.

თემურ გოგრიჭიანის და მისი ცხრა თანამებრძოლის ( ალიკა მეტრეველი, რეზო რეხვიაშვილი, ამირან რეხვიაშვილი, ფრიდონ მაისურაძე, ოქროპირ მაცაბერიძე, ირაკლი ჩალაძე, მალხაზ მაისურაძე, ტარიელ მეტრეველი, ზურიკო რეხვიაშვილი ) ცხედრები აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  რიგითი თეიმურაზ გოგრიჭიანი  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!