თემურ ვლადიმერის ძე ბანძელაძე დაიბადა 1954 წლის 8 ივლისს ქალაქ ჭიათურაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ ბანძელაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. უშიშარი, თავდადებული ვაჟკაცი მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 1 აპრილს, შუქურას რაიონში მიმდინარე უშეღავათო ბრძოლაში თემურ ბანძელაძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თემურ ბანძელაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.