თენგიზ აბსანძე
კატეგორია:
23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location:
აფხაზეთი
თენგიზ აბსანძე დაიბადა 1960 წლის 13 აპრილს ქ. სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის N11 საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი.
ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობაში.
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შრომა-თავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში.
1993 წლის 27 სექტემბერს იბრძოდა მინისტრთა საბჭოს შენობაში. თანამებრძოლები იგონებენ, როგორ ვაჟკაცურად იბრძოდა თენგიზი, მინისტრთა საბჭოს მე-3 სართულიდან მან ცეცხლი გაუხსნა მტერს. ამ ბრძოლის დროს თენგიზ აბსანძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თენგიზ აბსანძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.