თენგიზ დაზმერის ძე კაკუბავა დაიბადა 1972 წლის 9 სექტემბერს ქალაქ გალში.
1989 წელს დაამთავრა გალის მე-4 საშუალო სკოლა. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში დაზვერვის ოცმეთაურად. თენგიზმა თავი გამოიჩინა , როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადევბულმა მებრძოლმა.
თენგიზ კაკუბავა 1992 წლის დეკემბერში სოფელ კოჩარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიჭრა. ომის შემდეგ გამოჯანმრთელებული მეომარი აქტიურად ჩაერთო პარტიზანულ მოძრაობაში.
1994 წლის 4 მაისს სოფელ ზემო ბარღებისა და ხუმუშქურის საზღვართან თენგიზ კაკუბავა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. თენგიზ კაკუბავას დარჩა მეუღლე და ორი შვილი