თენგიზ ნოდარის ძე სხულუხია დაიბადა 1966 წლის 15 იანვარს ქალაქ სოხუმში. 1983 წელს დაამთავრა სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თენგიზ სხულუხია 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
თენგიზ სხულუხია დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს მდინარე გუმისთის მისადგომებთან.